სამთავროს დედათა მონასტრის

წინამძღვრები, იღუმენიები


ამილახვარი ნინო ქაიხოსროს ასული (1784-1839) - მონასტრის პირველი წინამძღვარი (სამთავროში მოვიდა 1820 წლის 10 ოქტომბერს, სამონაზვნედ შეიმოსა 1810 წელს. მონაზვნად აღიკვეცა 1812 წელს), რომელმაც რამდენიმე დასთან ერთად განაახლა სამონასტრო ცხოვრება სამთავროში. ამ დროიდან სამთავრო დედათა მონასტერია.  მონასტრის დამაარსებელი დაკრძალულია სამთავროს მაყვლოვანში, წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. საფლავის ქვაზე ამოკვეთილია წარწერა: ”ლოდი ესე ჰფარავს სავანესა თავადის ქაიხოსრო  ამილახვრის ასულის მონაზონის ნინოსსა, რომელმაც დააარსა მონასტერი ესე 1820 წ. და გარდაიცვალა 1839 წ. თებერვალსა”. მონასტერს ხელმძღვანელობდა 1830-1839 წლებში.


ფაღავა დარია ხიტუს ასული (1805/8 - 1853.15.XII). სამთავროში მოვიდა 1831 წელს, სამონაზვნედ შეიმოსა 1832წელს, მონაზვნად აღიკვეცა 1846 წელს. იღუმენია დარია მონასტერს წინამძღვრობდა 1846-1853 წლებში.

მონასტრის პირველ იღუმენიად იხსენიება დარია ფაღავა, ოდიშის თავადის ასული, რომელსაც მცხეთიდან სამეგრელოში ჩასულ ვაჭრისაგან სმენია საქართველოს საპატრიარქოსა და მასთან ქართლის საეპისკოპოსოს გაუქმება; ეპისკოპოსისაგან სამთავროს დატევება და იქ მოღვაწე ბერების ლტოლვა, მონასტრისა და ტაძრის უპარტრონოდ დარჩენა. მაშინ თავადის ერთადერთ ასულს, ღვთის განგებით,  უყოყმანოდ დაუტოვებია მშობლები, შვიდი ძმა, მშობლიური კერა და მამაკაცის შესამოსლით გამოწყობილი, როგორც მოჯამაგირე, მალვით გამოყოლია ვაჭარს მცხეთაში. ამ ზეპირი გადმოცემის ძირითადი აზრი ამოკვეთილია დარია ფაღავას საფლავის ქვაზე მთავარი  ტაძრის საკურთხევლის წინ, ჩრდილო ნაწილში. დედა დარიამ ექვსი წელიწადი უწინამძრვრა სამთავროს დედათა სავანეს.


ფურცელაძე მინადორა/ მართა ავთანდილის ასული -(1902/4 - 1863 წწ.) სამთავროში მოვიდა 1832 წ. მონაზვნად აღიკვეცა  1844 წ. წინამძღვარი, იღუმენია - 1858-1863 წწ. 

მონოზონი მინადორა მონასტრის გამგებლად ეგზარქოს ისიდორეს  1857 წელს დაუდგენია, ხოლო იღუმენიის ხარისხში აუყვანია მასვე 1858 წლის 6 მარტს. მინადორა ფურცელაძე 1804 წ. დაბადებულა (საერო სახელი მართა). 1844 წ. მინადორას სახელით  მონოზნად აღუკვეცია ბერმონოზონ ტარასის. იღუმენია მინადორა  დაკრძალულია  სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის ეკვდერში. საფლავის ქვა  განახლებულია ძველი წარწერით (იღუმენიას  უმცროსი და მიტრადორა დაკრძალულია მონასტრის ეზოში წმიდა ნინოს ეკლესიის სამხრეთიღ ხის ძირას). 


ამილახვარი ნინო/ანა (1815.26.I - 1904.29.XII). მონოზვნად აღიკვეცა 1855 წ. წინამძღვარი, იღუმენია - 1865-1904 წწ.

ანა ამილახვარი, შემდგომში სამთავროს მონასტრის ღვაწლმოსილი წინამძღვარი, იღუმენია ნინო, მონასტრის დამაარსებლისა და პირველი წინამძღვრის, ნინო  ქრისტეფორეს ასულ ამილახვრის ძმისწული ყოფილა. 1863 წლის 15 სექტემბერს  გარდაცვლილი იღუმენია  მინადორას ნაცვლად მონასტრის გამგებლად დაუნიშნავთ. ანა ამილახვარი დაბადებულა 1815 წლის 26 იანვარს. სოფელ საამილახვრო ჭალაში. მონოზვნად აღკვეცა არქიმანდრიტმა ტარასიმ 1855 წლის 19 ივნისს, ხოლო 1865 წლის 8 ოქტომბერს მონოზონი ნინო ამილახვარი (უმცროსი) ეგზარხოს ევსევის იღუმენიის ხარისხში აუყვანია.


ციციშვილი ნისიმე იოსების ასული (1814-1906). სამთავროში მოვიდა 1834 წ. წინამძღვრის მოვალეობის აღმსრულებელი - 1904-1906 წწ.

1905 წ. მონასტრის გამგებლად ეგზარქოს ალექსი I-ს დაუნიშნავს თავად ციციშვილის ქალიშვილი ელენე ციციშვილი-ბარათაშვილისა (მონოზვნად აღიკვეცა ნინოს სახელით 1909 წელს). 1910 წელს ნინო ციციშვილი იღუმენიას ხარისხში აიყვანეს.


ციციშვილი ნინო/ელენე (1862/72 - 1941). მონოზვნად აღიკვეცა 1904 წ. წინამძღვარი, იღუმენია - 1909-1922 წწ.

ნინო ციციშვილი იყო უკანასკნელი იღუმენია საქართველოს გასაბჭოებამდე მოქმედი მონასტრის იღუმენიათა შორის და ღირსეული გამგრძელებელი წინამორბედ წინამძღვართა ღვაწლისა.


კოჭლამაზაშვილი ანუსია/ნინო ნოდარის ასული (1878 - ?) სამთავროში მოვიდა 1898 წ. სამონაზვნედ შეიმოსა 1907 წ. მონაზვნად აღიკვეცა - 1913 წ. წინამძღვარი, იღუმენია - 1950-იანი წლები.

1950-იანი წლებიდან იღუმენიად მოიხსენიებენ ანუსია კოჭლამაზიშვილს. II მსოფლიო ომის შემდეგ სამთავროს მონასტრის იღუმენიად უკურთხებიათ ანუსია კოჭლამაზიშვილი.


გონგლაძე ქეთევანი/ათანასია დავითის ასული (1876 - 1968 წწ.) სამთავროში მოვიდა 1908 წ. წინამძღვარი, იღუმენია 1960-იანი წლები.


დვალიშვილი ზოილე/ეკატერინე სპირიდონის ასული (1892 - 1973 წწ.) სამთავროში მოვიდა 1934 წ. წინამძღვარი, იღუმენია 1960-70-იანი წლების დასაწყისი.

60-იანი წლების დასაწყისიდან მონასტერს წინამძღვრობდა იღუმენია ზოილე დვალიშვილი (კათოლიკოს- პატრიარქის ილია II-ის ნათლია, რომელიც ბედიის მონასტრის უკანასკნელი წინამძღვარი ყოფილა. ბედიის მონასტრის დახურვის შემდეგ, კათოლიკოს - პატრიარქ კალისტრატეს კურთევით, დედა ზოილე ვლადიკავკაზის ქართულ ეკლესიაში გადაუყვანიათ მედავითნედ. სამთავროში დედა ზოილე 1930-იანი წლების შუახანებში მოვიდა. 60-იან წლებში კათოლიკოს- პატრიარქმა ეფრემ II-მ სამთავროს მონასტრისთვის გაწეული ღვაწლისათვის, იღუმენია ზოილე დვალიშვილი ოქროს ჯვრით დააჯილდოვა. იღუმენია ზოილე გარდაიცვალა 1973 წ.


აჭაიძე ანა/დარია მიხეილის ასული (1893 - 1986 წწ.) წინამძღვარი, იღუმენია 1971-1986 წწ.

80-იან წლებში სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარია იღუმენია ანა (დარია მიხეილის ასული აჭაიძე).იგი გარდაიცვალა 1991 წ.


კოპალიანი ქეთევანი/იზოლდა ერმილეს ასული. დაიბადა 1948 წ. სამთავროში მოვიდა 1984 წ. სამონაზვნედ შეიმოსა 1986 წ. მონოზვნად აღიკვეცა 1991 წ. და ამავე წელს აღყვანილ იქნა იღუმენიას ხარისხში. 1991 წლიდან სამთავროს დედათა მონასტრის წინამძღვარია იღუმენია ქეთევანი  კოპალიანი.

 

 

 

 
 

 
  

 

 

 

 
2024 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice