ათონელი ბერები სტუმრად სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერში

2011 წლის 20 თებერვალს, სამთავროს წმიდა ნინოს დედათა მონასტერს ეწვია ათონის წმიდა მთის, ვატოპედის მონასტრის წარმომადგენლობა: მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (კოცოუვატოპაიდინოსი), ბერი ნექტარიოსი (გელაშვილი), ბერი ტრიფონი (კელაპტრიშვილი), ბერი თეოდოხოსი (მრელაშვილი) და საერო პირები. სტუმრებს ახლდა მათი ვიზიტის ორგანიზატორი ლაშა პაპაშვილი.

ათონის მონასტრის იღუმენმა მოილოცა მონასტერი, იღუმენია ქეთევანმა (კოპალიანი) სტუმრები მიიწვია სატრაპეზოში, სადაც არქიმანდრიტმა ეფრემმა დამოძღვრა სამთავროს მონასტრის დედები. ესაუბრა მათ სულიერ სათნოებებზე და დედა იღუმენიას უსახსოვრა ვატოპედის მონასტრის სასწაულთმოქმედის ხატის ‘’მანუგეშებელის’’ ასლი.

დედათა მონასტერს ამავე დღეს ეწვია ბელორუსიის საეგზარქოსოს მღვდელმთავარი, ბობრუისკისა და ბიხოვის ეპისკოპოსი სერაფიმე (ბელონოჟკო), რომელსაც მასპინძლობას უწევდა ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა), სტუმრებმა მოილოცეს დედათა მონასტერი.

ბეჭდვა
 

 


 
2017 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice