სამთავრო

 


წიგნი ”სამთავრო” მცხეთის წმიდა ნინოს დედათა მონასტრის შესახებ პირველი მონოგრაფიული გამოცემაა.

აქ თავმოყრილია პროფესორ გია ჭანიშვილის მიერ მოძიებული და მონასტერში დაცული საარქივო მასალები, მათ საფუძველზე დაწერილია მონასტრის ისტორია, შედგენილია მონასტერში სხვადასხვა დროს მოღვაწეთა ნუსხა, ასევე მონასტერში დაკრძალულთა საფლავების რუქა; ნაამბობია წმიდა ნინოს ქართლში შემობრძანება და სამთავროს წმიდა მიწაზე მისი მოღვაწეობა.

თუმცა, სამთავროს სავანის თითქმის 13 საუკუნოვანი ბურუსით მოცული ისტორია და ცენტრალურ არქივში სამთავროს შესახებ შეუსწავლელი მასალა გვაფიქრებინებს, რომ სამომავლოდ მომზადდება კიდევ უფრო სრული გამოცემა, სადაც დარჩენილ შეკითხვებს გაეცემა პასუხები.

 
 
2017 © Samtavro.Ge.All Rights Reserved. Created by: Proservice